ტრენინგები


მოდული: ქართული ენის სწავლების მეთოდები ( I - VI კლასები)



ჩამტარებელი ორგანიზაცია: სსიპ  "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
                                                            ეროვნული ცენტრი"
ადგილი:სსიპ ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა.
ტრენერი: ნათია ნაფეტვარიძე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე / 30სთ.
თარიღი:16 - 21 ივნისი 2014წელი
მიზანი და ამოცანები:     
  •   ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება;
  •   ენის კომუნიკაციური ასპექტები;
  •    მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა.
                                                რეფლექსია: 
ტრენინგი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა; ტრენერი გასაგებად გვაწვდიდა თეორიულ მასალას; ვიყავით აქტიურად ჩართულები ჯგუფებში; ყოველდღიურად  ვასრულებდი დავალებებს;  გავიხსენე ბევრი გრამატიკული საკითხი ქართულ ენაში; მოვისმინე ბევრი ახალი  მასალა.  ძალიან ბევრ ისეთ კითხვას გაეცა პასუხი, რაც დიდი ხანია მაწუხებდა; ამ ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო;












ტრენინგის მოდული:,,სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები განათლების დაწყებით საფეხურზე"
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30.05-1.06.2014 წელი

ჩატარების ადგილი:ბათუმის მასწავლებლის სახლი

ტრენერი:ნინო ვაშალომიძე,მზია სალაძე

                                                 რეფლექსია

გავეცანით ასაკობრივ თავისებურებებს უმცროს სასკოლო ასაკში,გაკვეთილის დაგეგმვას,სწავლების მეთოდებს,მოსწავლის შეფასების სისტემას,კითხვის სწავლებას  6 წლის მოსწავლეებში,კითხვის სწავლების სტრატეგიებს,წერის მეთოდებსა და ესეს დაწერას.სამფაზიან მოდულში დროის განაწილებას,რაც ძალიან მაინტერესებდა.
     კმაყოფილი დავრჩი ამ ტრენინგით.





კურსის რეფლექსია

ეს ტრენინგი ემსახურებოდა პროექტზე დაფუძნებულ ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლებას.ამ ტრენინგმა გვასწავლა რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია პროექტზე მუშაობა.ვაწარმოე ჩემი პორტფოლიო.ჩემი გაკვეთილები იქნება უფრო დატვირთული და საინტერესო.უკეთ შევძლებ პროექტებით სწავლების გამოყენებას მოსწავლეთა 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისათვის. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.


მერვე დღის რეფლექსია.

დღევანდელ ტრენინგზე შევისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები,ვისწავლეთ რომ კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები დაგვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ახრიანი კავშირების გაბმაში.

მეშვიდე დღის რეფლექსია.


დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
სლაიდ-შოუს ატვირტვა და დადება ჩვენს ბლოგზე.,ჩანიშვნის დღიურის შექმნა.


           

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშები და მათი დაგეგმვა. პროექტისთვის ინტერნეტიდან სურათების ჩამოტვირთვა,ნამუშევრების შეფასების ნიმუშები,21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები,სავარაუდო ნაშრომების დაგეგმვა.


მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები,შევიტანეთ შესწორებები,ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. ვისწავლეთ გაკვეთილებისთვის საჭირო სურათებისა და ვიდეოების ჩამოტვირტვა,საავტორო უფლებების სტანდარტები.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს შევაჯამეთ მიმართულების საკვანძო კითხვები,ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაცია და განვიხილეთ შეფასების ფორმები,რაც დამეხმარება პროექტის შედგენაში.

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი ჩვენს პროექტებთნ დაკავშირებით
შესაბამისად დავსვით კითხვები პროექტის შესადგენად,გავცვალეთ აზრები,გავეცანით უამრავ სიახლეებს რის შემდეგ უფრო კრიტიკულად ვაფასებთ ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტსმ,რადგან გახდეს უფრო სრულფასოვანი
დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩი

პიეველი-მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგზე ვისწავლე ელექტრონული წიგნის ანუ გზამკვლევის გამოყენება,ბუკლეტების შაბლონის დამზადება ელექტრონულად,ბლოგის შექმნა,ყოველივე ეს დამეხმარება გაკვეთილის უკეთ წარმართვაში. მადლობა ტრენერს დღევანდელი ტრენინგისთვის.




Комментариев нет:

Отправить комментарий